საბურთალოზე ლიფტებში საბარათე სისტემა მოეწყობა

თბილისი (BPI) – საბურთალოს ტერიტორიაზე, 50 ლიფტში საბარათე სისტემა მოეწყობა.

გადახდის ახალ სისტემაზე გადასასვლელად საბურთალოს რაიონის გამგეობამ კომპანია „სითიქომთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

„სითიქომი“ სადარბაზოს ელექტრონული საფულეა, რომელიც კორპუსების მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, ლიფტით გადაადგილებიდან შემოსული თანხა სადარბაზოს პირად ანგარიშზე დააგროვონ და შემდგომში, საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარონ.

პროექტის განხორციელების შემდეგ, ლიფტით გადაადგილება სპეციალურ წამკითხველზე ბარათის დაფიქსირებით იქნება შესაძლებელი.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …