საბრუნავი საშუალებებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 9%-ს სახელმწიფო დააფინანსებს – ნინო წილოსანი

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ფართომასშტაბიან პროექტზე ისაუბრა.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წელს დაამტკიცა პროექტი საბრუნავი საშუალებების დაფინანსებასთან დაკავშირებით. საბრუნავი საშუალებებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 9%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს. პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია 5000-დან 100 ათასი ლარის ჩათვლით. ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 22 მარტიდან დღემდე 26 მლნ ლარის ღირებულების 1300-ზე მეტი სესხია გაცემული. მიზნობრიობა ასევე, მოიცავს ერთწლოვანი კულტურების სათესლე, სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის, ბიოლოგიური საშუალებების და სხვადასხვა ხარჯების დაფინანსებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …