საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 35.75 მლრდ ლარი შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი დეკემბრისათვის 35.75 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 605.99 მლნ ლარით, ანუ 1.67%-ით ნაკლებია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.08%-ით მეტი). ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 398.39 მლნ ლარით, ანუ 2.53%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.94%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 207.60 მლნ ლარით, ანუ 1.01%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.86%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 39.50 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.29 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.40 პროცენტული პუნქტით).

ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.35% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.71%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.82%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.17%, ხოლო ევროს წილმა 15.41% შეადგინა

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …