საბანკო მავნე პროგრამებისაგან დაზარალებულ მომხმარებლთა წილი შემცირდა

თბილისი (BPI) – 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მომხმარებელთა 0,6% აღმოჩნდა ისეთი მავნე პროგრამული უზრუნველყოფის საფრთხის წინაშე, რომელთა დანიშნულებაცაა ფულის მოპარვა საბანკო ანგარიშებზე  ონლაინ-წვდომის მეშვეობით. დროის იმავე მონაკვეთში ასეთივე  თავდასხმას დაექვემდებარა აზერბაიჯანის მომხმარებელთა 0,7% და სომხეთის -0,5 %.

ფინანსური მავნებლების რიცხვი საქართველოსა და სომხეთში მნიშვნელოვნად შემცირდა,  2018 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 1.4% იყო. მაშინ ამ ქვეყნებმა 6-7 ადგილი დაიკავეს შეტევადაქვემდებარებულ მომხმარებელთა რეიტინგში, წელს კი დატოვეს პირველი ათეულის რიგები.

მომხმარებელთა ყველაზე მეტი რიცხვი, რომლებიც 2019 წლის იანვარ-მარტში აღმოჩნდნენ ფინანსური მავნებლების პრობლემის წინაშე, რეგისტრირებული იქნა    სამხრეთ კორეაში – 2,2%. მას მოჰყვება ჩინეთი 2,1%-ით, შემდეგ ბელორუსია, ვენესუელა და სერბია (თითოეული 1,6%-ით. ამის შესახებ მოწმობენ „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით მთელს მსოფლიოში მომხმარებელთა 243 604 კომპიუტერი დაექვემდებარა  მავნე საბაკო პროგრამულ უზრუნველყოფას.            

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კიბერკრიმინალები საბანკო რეკვიზიტებთან წვდომისა და ფულის მოპარვისათვის იყენებენ მათ მიერ შექმნილ ბანკების, ინტერნეტ მაღაზიების, გადახდის სისტემების ყალბ ვებ-გვერდებს, სპამსა და ფიშინგს, ისევე როგორც ხშირია კლავიატურული ჯაშუშების გამოყენების შემთხვევებიც.  მათ ძირითად მიზანს წარმოადგენს ჩატვირთონ საბანკო ტროიანული პროგრამები სახლისა და კორპორატიულ კომპიუტერებზე.

ტროიანელებისაგან საუკეთესო დაცვის მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ  არასდროს არ უნდა გაიხსნას უცნობი პირების მიერ გამოგზავნილი ელეტრონული ფოსტის სოციალური ქსელებისა ან მესენჯერების გზავნილები,  თუ მომხმარებელი არ არის 100% დარწმუნებული ვებ-საიტებიდან გადმოტვირთული ფაილების წყაროს შესახებ. ხშირად  უნდა განაახლოთ პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც ჰაკერები იყენებენ ცნობილ ბრეშებს პროგრამის დაცვის სისტემაში და მათი მეშვეობით აგზავნიან კომპიუტერზე ტროიანელებს. სრულყოფილი თავდაცვის მიზნით უნდა დააყენოთ ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა ან  ტროიანული პროგრამების გამანადგურებელი უტილიტი. ეს პროგრამული უზრუნველყოფა ( იმ პირობით, რომ ისინი რეგულიარულად უნდა განახლდეს) აწარმოებს სისტემის სკანირებას ტროიანელების არსებობის შემთხვევაში და ავტომატიურად ამოწმებს  ნებისმიერ პროგრამას ან შესრულებულ  ფაილს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …