სააღდგომოდ მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დაინიშნა

თბილისი (BPI) – საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 27 აპრილს ნატახტარი – მესტიისა და მესტია – ნატახტარის მიმართულებით დამატებით ავიარეისი დანიშნა.

შაბათს, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 10:00 საათზე შესრულდება, ხოლო მესტიიდან გამოფრენა 12:00 საათზე განხორციელდება.

ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში ოთხჯერ სრულდება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია https://ticket.vanillasky.ge/

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …