სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ფართომასშტაბიან კამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის“ იწყებს

უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით ფართომასშტაბიან კამპანიას #აწარმოეუკრაინისთვის იწყებს.
კამპანიის მიზანია, დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულ უკრაინის მოსახლეობას, ასევე საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან და სახელმწიფოს ხელშეწყობით სხვადასხვა სასტუმროში არიან გადანაწილებული.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქციის გაგზავნასა და საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის მიწოდებას.
ინიციატივაში უკვე ჩაერთნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. ამასთან, კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ყველა ქართულ კომპანიას, რომელიც შეძლებს საკვები, ჰიგიენის, ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ტანსაცმლისა და სხვა საშუალებების, მათ შორის ბრეზენტის ნაჭრების, საწვავის გადასატანი ავზების, იატაკის საიზოლაციო მასალისა და სხვა სახის პროდუქციის მიწოდებას.
უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვისთვის, კომპანიებმა უნდა შეავსონ შემდეგი ფორმა https://bit.ly/3hnb8oL

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …