რუსეთს ქართვლებისთვის 10 მლნ ევროს გადახდა დაევალა

თბილისი (BPI) – ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს კომპენსაციის გადახდა დაავალა.

საქმე ეხება 2006 წელს რუსეთიდან 4600-ზე მეტი ქართველის დეპორტაციას, დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, მინისტრთა კომიტეტმა ქართული მხარის არგუმენტები გაიზიარა.

საკითხს კომიტეტი კიდევ ერთხელ წლის ბოლომდე მიუბრუნდება და მომდევნო სხდომაზე განიხილავს.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის …