რუსეთის მოქალაქეები დოლარს იმარაგებენ, რუბლი ნავთმა წაიღო

თბილისი (BPI) – მსოფლიო გაღარიბდება  – ინვესტორებს დაჯერება უჭირდათ, მაგრამ ბოლოს “დანებდნენ”.  ბიბისი ორშაბათის ათწეულის ვაჭრობაზე წერს. ასეთი 2008 წლის კრიზისი  პერიოდშიც არ ახსოვთ.

რამდენიმე კვირაა ეპიდემიამ  ბაზარს მომავლის რწმენაც დაუკარგა, რითიც ყოველთვის ახერხებდნენ  მარცხის შემოტრიალებას. თუმცა მოვლენების ბოლოდროინდელმა განვითარებამ  ოპტიმიზმი პანიკით შეცვლა.  სიტუაციას ვირუსი აკონტროლებს, იტალიის ყველაზე მდიდარი რეგიონი კაერანტინშია.  ნავთობის  ფასის 1/3-ით ჩამოშლა ბოლო წვეთი იყო.

ხვალ უარესი იქნება – პორტალი რუბლის უიმედო  მდგომარეობაზეც წერს, რომელიც ნავთობს მიყვა. რუსული ბალუტის  გაცვლითი კურსი, დოლართან ,  4 წლიან მინიმუმამდე დაეცა.   10%-ით გაიფასურდა.

ცენტრალურმა ბანკმა პირობა  დადო, რომ  30 დღის განმავლობაში დოლარს არ შეისყიდის.

 

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …