რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ნავთობის ფასის 150 დოლარამდე გაზრდას ვარაუდობსის

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ნიკოლაი შულგინოვის აზრით, ნავთობის ფასი შეიძლება 150 დოლარამდე გაიზარდოს ბარელზე რუსეთიდან მიწოდების აკრძალვის შემთხვევაში. თუმცა, მიმდინარე პირობებში პროგნოზირების გაკეთება ადვილი არ არის, მიიჩნევს უწყების უფროსი.

„ჩვენი ამოცანა არ მდგომარეობს იმაში, რომ გამოვიცნოთ, რამდენი ეღირება ნავთობი, არამედ ვუზრუნველვყოთ სანავთობო მრეწველობის ფუნქციონირება. ჩვენ მზად ვართ მივყიდოთ მეგობარ ქვეყნებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები ნებისმიერი ფასის დიაპაზონში“, – განაცხადა მინისტრმა გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, პროგნოზის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით რთულია დასავლეთ ქვეყნების პოლიტიკოსების „არაკონსტრუქციული ქცევის“ გამო. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ყველა საერთაშორისო კომპანია გადახედავს თავის პროგნოზებს, რადგან ისინი გააკეთეს “სხვა ვარაუდებზე დაყრდნობით”. მან დასძინა, რომ აქამდე არავინ ითვალისწინებდა გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ქ. თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და …