გასათვალისწინებელი სტატისტიკა – ქადაგიძე 2006 წლის ემბარგოს შემდეგ რეკორდულ ეკონომინკურ ზრდას იხსენებს

თბილისი (BPI) – თუ მოვინდომებთ ყველაფერი ძეგვიძლია, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში გიორგი ქადაგიძე რუსეთის მიერ ტურისტული ემბარგოს დაწესებას.

ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში 2006 წელს რუსეთის მიერ დაწესებულ ემბარგოს იხსენებს და მშრალი სტატისტიკა მოჰყავს.

“2006 წელს როდესაც ჩვენმა “ჩრდილოელმა ძმამ” სრული ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო გამოგვიცხადა, რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო და მასზე მთლიანი ვაჭრობის თითქმის ნახევარი მოდიოდა.

ჩვენი მეგობრები, პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები 2006/07 წლებში ეკონომიკის 15%-იან ვარდნას და რთულ ეკონომიკურ კრიზისს გვიწინასწარმეტყველებდნენ.

რეალურად კი 2006 წელს 9,4%, ხოლო 2007 წელს 12,6% რეკორდული ზრდა გვქონდა.

ჰოდა თუ მოვინდომებთ ყველაფერი შეგვიძლია!!!” – წერს ქადაგიძე.

შემთხვევითი სიახლე

ჩინეთი ვიეტნამის საზღვრის დასაცავად ანდროიდებს გამოიყენებს

ჩინური კომპანია UBTech Robotics მასშტაბურ შეკვეთას მიიღებს, რომელიც ითვალისწინებს საზღვრის დაცვასა და კონტროლში ჰუმანოიდური რობოტების …