რომელ განახლებად ენერგიას იყენებს ყველაზე ხშირად მომხმარებელი თვითწარმოების დროს

ელექტროენერგიის თვითწარმოება გულისხმობს პროცესს, როდესაც მომხმარებელი თავად ამონტაჟებს პატარა ელექტროსადგურს. დღესდღეობით ყველაზე მეტად გავრცელებულია 3 ტიპის განახლებადი ენერგია, კერძოდ მზის, ქარისა და ჰიდრო რესურსი. როგორც სემეკის ელექტროენერგიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თორნიკე აფრიაშვილი აღნიშნავს, საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად თვითწარმოების დროს მომხმარებელი ყველაზე ხშირად მზის ენერგიას იყენებს, რადგან მისი მონტაჟი უფრო მეტად მარტივი და ბიუჯეტურია.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ განახლებად ენერგიებს მიეკუთვნება ჰიდრო, მზე და ქარი, ასევე  არის  სხვა არაგავრცელებული ენერგიებიც, თუმცა ძირითადი მაინც ზემოთ ჩამოთვლილი სამი მიმართულებაა. რაც შეეხება საქართველოს მაგალითს, დღესდღეობით ძალიან პოპულარულია მზის ელექტროსადგურები,  გამომდინარე იქიდან, რომ არის უფრო მარტივი სამონტაჟოა და ხელმისაწვდომობის ხარისხიც უფრო მაღალია. ნეტო აღრიცხვის სისტემაში არსებული დადგმული სიმძლავრის 95%-მდე არის მზის ელექტროსადგურები. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ განხორციელებულმა რეფორმება მიკროსადგურების სისტემაში ხელი შეუწყო როგორც დადგმული სიმძლავრეების ზრდას, ისე მონაწილეთა რაოდენობის მატებასაც.

რაც შეეხება მსოფლიო პრაქტიკას. ევროპულ ქვეყნებში საქართველოს მსგავსად დომინირებს მზის ელექტროსადგურები, ვინაიდან მისი განთავსება სახურავზეც კი შესაძლებელია. რაც შეეხება ქარის და ჰიდრო  სადგურებს. მაგალითად, ქარის სადგურის დადგმის შემთხვევაში წინსწრებით აუცილებელია კვლევა შესაბამისი ადგილის, ასევე ზონებისა და ქარის მიმართულების შესწავლა, ხოლო ჰიდროელექტროსადგურებს წინასწარ სჭირდება მთელი რიგი პროცედურები სანამ მშენებლობა დაიწყება. აქედან გამომდინარე ეს პროცესიც სირთულეებთან და ბევრ ხარჯთან ასოცირედება. შესაბამისად საქართველოში და თითქმის ყველგან უფრო მეტად მზის ენერგიების გამოყენება ჭარბობს“.აცხადებს  თორნიკე აფრიაშვილი.

ცნობისთვის, სემეკის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ  საქართველოში 2022 წელს ნეტო–აღრიცხვის რეგულაციაში მოექცა 348 ახალი მიკროელექტროსადგური, ჯამური სიმძლავრით 17,931 კვტ. აღნიშნულ რეგულაციაში 2022 წლის ბოლოსთვის ჯამურად ჩართულია 717 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 35,676.3 კვტ.

 

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.