რომელ გაზგამანაწილებელ კომპანიას ჰყავს ყველაზე მეტი მომხმარებელი საქართველოში

სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა 20%-ით და 2.998 მლრდ კუბ.მ შეადგინა. საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2022 წელს 1,335 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარებამ კი – 1,663 მლნ კუბ.მ.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს გაზის განაწილების ლიცენზია 20 კომპანიას ჰქონდა, ხოლო ერთ კომპანიას, კერძოდ, შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” არა განაწილების, არამედ ტრანსპორტირების ლიცენზია.

სემეკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გასულ წელს ყველაზე მეტი მომხმარებელი გაზგამანაწილებელ კომპანიას „თბილისი ენერჯი“ ჰყავდა. უფრო კონკრეტულად, 536 435 ადამიანი. მომხმარებლების ყველაზე დიდი რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს „სოკარ ჯორჯია გაზი“, ჯამში 520 592 მომხმარებლით. სამეულშია „საქორგგაზი“, 298 574 მომხმარებლით.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი ხუთი უმსხვილესი კომპანიის (ტრანსპორტირების ქსელში შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, ხოლო განაწილების ქსელებში შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“) მიერ განხორციელდა 97,302 ათასი ლარის ინვესტიცია.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მომხმარებელთა უფლებების შესახებ გურჯაანში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქალაქ გურჯაანში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური …