რომელი ავიაკომანიები ლიდერობენ საქართველოს ავიაბაზრზე

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი  კომპანიაWizz Air-ია. 2019 წლის იანვარ–ივნისის სტატისტიკურიმაჩვენებლებით, “ლოუკოსტერი” საქართველოს ავიაბაზარზე 6 თვეში ​348 ათას 850 მგზავრს მოემსახურა და ამმაჩვენებლებით ბაზრის14%-ის მფლობელი გახდა.

2018 წლის იანვარ–ივნისის მონაცემებით Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზრის11%-ს ფლობდა და ისლიდერთა რეიტინგში მესამე ადგილზე იყო. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს, სსიპ სამოქალაქოავიაციის სააგენტოსაქართველოს საავიაციო ბაზარზემოქმედიავიაკომპანიების რეგულარული და მრავალჯერადიჩარტერულირეისებით გადაყვანილი მგზავრთარაოდენობის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლისმიხედვითაც 2019 წლის პირველ ნახევარშისაქართველოსაეროპორტებიდან გადაყვანილიმგზავრთნაკადით Wizz Air-ის შემდეგ ყველაზემეტმგზავრს Georgian Airways-ი მოემსახურა. 6 თვეშიავიაკომპანიამ 260 ათას774 მგზავრი გადაიყვანა დაბაზრის 11%-ის მფლობელიც გახდა.

2018 წლის პირველ ნახევარში Georgian Airways-ის წილი12%-ი იყო დაავიაკომპანია თურქულ Turkish Airlines-თან ერთად ლიდერის პოზიციაზე იყო. 

2019 წლის იანვარ–ივნისის მაჩვენებლებით, საქართველოს ავიაბაზრის 10%-სTurkish Airlines-ი აკონტროლებს და ის რეიტინგში მესამე პოზიციაზე. ​ავიაგადამზიდავი საქართველოს აეროპორტებშისულ 255 ათას 66 ათასმგზავრს მოემსახურა. 2018 წლის იანვარ–ივნისში Turkish Airlines-ისწილიქართულ ავიაბაზარზე 12%-ს შეადგენდა. 

ანუ, 1 წლის განმავლობაში Georgian Airways-ის წილი საქართველოსავიაბაზარზე 1%-ითშემცირდა, ხოლო Turkish Airlines-მა წილის 2%-იანიკლებადააფიქსირა. 

2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლებით, გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეოთხე ადგილს, 7-7%-იანი წილით, რუსულიავიაკომპანიებიUral Airlines-ი და Pobeda Airlines-ი ინაწილებენ. 2018 წლისანალოგიურ პერიოდში კი Ural Airlines-ისბაზრის წილი 5%-ს, ხოლო Pobeda Airlines-ის წილი 3%-სშეადგენდა.

აგულისხმოა, რომ 2019 წლის 6 თვის მაჩვენებლებით, რუსულიავიაკომპანიებიმთლიანობაში საქართველოს ავიაბაზრისმინიმუმ 23%-საკონტროლებდნენ. როგორცცნობილია საქართველოს რუსეთსშორისპირდაპირი ავიამომისვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა დაშესაბამისად, თუ კიპოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნებამიღებული დარუსეთის ფედერაციისპრეზიდენტი საქართველოს მიმართულებითპირდაპირავიარეისებს არ დაუშვებს, მაშინ 2019 წლისთვის ქართულ ავიაბაზარზერუსულიავიაკომპანიების წილის ზრდა ვეღარ მოხდება, ხოლო 2020 წლისწილობრივ გადანაწილებაში კიმათი წილი საერთოდ აღარ იქნება.

საქართველოს ავიაბაზრის 4-4%-იან წილსფლობენ: Ukraine International Airlines-ი (FlyUIA), Aeroflot-ი, S7-ი და Fly Dubai.

2019 წლის 6 თვეშიგადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის3%-ისმფლობელია თურქულიავიაკომპანია Pegasus Airlines-ი.​

ბაზრის 2-2%-იან წილს ინაწილებენ ​Azerbaijan Airlines-ი (AZAL), Belavia,  AirArabia, EL AL-ი. Israel Airlines-ი, Lufthansa, LOT Polish Airlines-ი, Skyup Airlines-ი, Qeshm Airlines-ი  და Qatar Airways-ი.

2019 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებით, რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 88%-ი უცხოურ ავიაკომპანიებზე, ხოლო 12% ეროვნულ ავიაგადამზიდავებზე მოდის. 2018 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად კი ​87%-ი უცხოურ, ხოლო13%-იადგილობრივ ავიაკომპანიებს ეკავა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ–ივნისში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 2 მლნ 449 ათას 268 მგზავრი შეადგინა.

PS. აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ხშირად არნიშნავს იმას, რომ ავიაგადამზიდავს მგზავრთნაკადი შეუმცირდა. უბრალოდ გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილისკორექტირება ხდება.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …