საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა. ახალი მარეგულირებელი აქტით მოწესრიგდება პირველად წყალმოსარგებლეს – მიმწოდებელსა და მომხმარებელთა შორის საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია ის წესები, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი სისტემაში აბონენტად უნდა დარეგისტრირდეს.
საირიგაციო სისტემიდან წყლით მომარაგებისთვის საჭიროა, შესაბამის აბონენტის ნომერზე, პირის რეგისტრაცია მომხმარებლად. პირის მომხმარებლად რეგისტრაცია უნდა მოხდეს, იმ აბონენტის ნომერზე, რომელი მიწოდების წერტილიდანაც შესაძლებელია ამ პირის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების წყლით მომარაგება. გარდა ამისა, საირიგაციო მიზნით წყლის მოხმარებისთვის, ერთი განაცხადის საფუძველზე პირი შესაძლოა ერთდროულად დარეგისტრირდეს რამდენიმე აბონენტის ნომერზე მომხმარებლად, თუმცა მან ყველა პირობა უნდა დააკმაყოფილოს რაც წესებით განსაზღვრულია პირის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციისთვის. განაცხადში მითითებულ უნდა იქნეს:
- მიმწოდებლის დასახელება (რომლის აბონენტის ნომერზეც ითხოვს მომხმარებლად რეგისტრაციას);
- განმცხადებლის (მომხმარებლად რეგისტრაციის მსურველის) ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება – ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი);
- გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია
საქართველოს კანონმდებლობით), ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი; - საიდანაც უნდა მოხდეს წყლით მომარაგება, საირიგაციო სისტემის მიწოდების წერტილის ნომერი, ასევე სურვილის შემთხვევაში, ამ მიწოდების წერტილის მოკლედ აღწერილი
მისამართი/ადგილმდებარეობა ან გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) კოორდინატები; - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, რომელი ობიექტის წყლის მომარაგებისთვისაც სურს მომხმარებლად რეგისტრაცია (ფიზიკური პირის შემთხვევაში – უძრავი ქონების საკადასტრო
კოდის და საჯარო რეესტრის ამონაწერის ნაცვლად, შესაძლებელია, განაცხადზე თანდართულ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის
საფუძველს), ასევე, მოკლედ აღწერილი მისამართი/ადგილმდებარეობა, სადაც უნდა მოხდეს წყლით მომარაგება; - იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, რომელი ობიექტის წყლის მომარაგებისთვისაც სურს მომხმარებლად რეგისტრაცია;
- წყლის მოხმარების მიზანი (პროფილური, არაპროფილური ან შერეული);
- საირიგაციო მიწის ფართობი, რწყვის მეთოდი და სასოფლო-სამეურნეო კულტურის სახეობა და რწყვის მეთოდი (პროფილური მომხმარებლის შემთხვევაში), ასევე სხვა მოთხოვნები,
რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი. - განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს:
ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა ან ფიზიკური პირის შემთხვევაში – დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში – ამ უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა; - ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი ან ელექტრონული თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირები არიან;
ახალ ნორმატულ აქტზე დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაცნოთ მითითებულ ბმულზე: file:///C:/Users/pc/Desktop/irigacia-wesebi.pdf