როგორ გადავიხადოთ საპატრულო ჯარიმა მარტივად 

თბილისი (BPI) –

ყველა მძღოლისთვის არასასიამოვნოა პატრულის ჯარიმის მიღება, თუმცა თუ მაინც მიიღეთ ასეთი ჯარიმა, აუცილებელია მისი სწრაფად გადახდა შეძლოთ. გასათვალისწინებელია, რომ ჯარიმის გადახდისას სანდო და საიმედო პლატფორმა გამოიყენოთ იმისათვის, რომ თქვენს მიერ გადახდილი თანხა დაუყოვნებლივ აისახოს შსს-ს მონაცემთა ბაზაში. თიბისი ფეის სწრაფი გადახდების სისტემაში საპატრულო ჯარიმას მარტივად გადაიხდით, თანაც დარწმუნებული იქნებით, რომ საჯარიმო თანხა მომენტალურად ჩაირიცხება.

თიბისი ფეის სისტემაში პატრულის ჯარიმის გადასახდელად მოძებნეთ სახელმწიფო სერვისების კატეგორია. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პლატფორმით სარგებლობთ – სწრაფი გადახდების გარე აპარატებით, ვებგვერდით თუ მობილური აპლიკაციით – ნავიგაციას და სასურველი სერვისების პოვნას ყველგან მარტივად შეძლებთ. ამის შემდეგ კი აირჩიეთ როგორ გსურთ მისი გადახდა:

ქვითრის ნომრით და ავტომობილის სახელმწიფო ნომრის მითითებით;

ქვითრის ნომრით და ავტომობილის სარეგისტრაციო (ტექ-პასპორტის) ნომრის მითითებით;

ქვითრის ნომრით და დაჯარიმებული პიროვნების პირადი ნომრის მითითებით.

პატრულის ჯარიმის გადახდა თიბისი ფეიზე შესაძლებელია როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისთვის. რაც მთავარია, ამ ყველაფერს სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად შეასრულებთ. გადაიხადეთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თქვენთვის მოსახერხებელ დროს, მშვიდ და კომფორტულ გარემოში.

თიბისი ფეიზე საპატრულო ჯარიმის გარდა, კიდევ სხვა სახელმწიფო სერვისების გადახდასაც შეძლებთ. ამ კატეგორიაში 17 ორგანიზაციაა წარმოდგენილი, მათ შორის საჯარო და სამოქალაქო რეესტრი, პრობაციის ეროვნული სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისის არქიტექტურის სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და ა.შ. აქვე შეგიძლიათ იპოვოთ შსს მომსახურების სააგენტოს სერვისი – მართვის მოწმობის გამოცდის ჯავშანი, რაც გულისხმობს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის რიგში წინასწარ ადგილის დაკავებას.

თიბისი ფეიზე წარმოდგენილია თბილისის, გორის, ქუთაისის და ბათუმის პარკინგის კომპანიებიც. აქ შეძლებთ როგორც პარკინგის გადასახადის გადახდას, ასევე მიღებული ჯარიმების დაფარვას. გარდა ამისა, შეგიძლიათ დაჯავშნოთ ან გადაიხადოთ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სერვისის გადასახადიც.

თიბისი ფეის სისტემაში სახელმწიფო ორგანიზაციების სერვისების გადახდას კონკრეტული უპირატესობები აქვს, მაგალითად:

ჯარიმების გადახდისას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვითრის მიღება. თიბისი ფეის სისტემა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ქვითარი ელექტრონული სახით რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ამობეჭდავთ.

თქვენს პირად კაბინეტში ნებისმიერ დროს შეძლებთ შესრულებული ტრანზაქციების მოძებნას და გადახდების ისტორიის ნახვას.

თქვენს მიერ გადახდილი თანხა სწრაფად და დროულად აისახება მიმღები პირისა თუ ორგანიზაცის ბალანსზე.

ერთი სივრცე ყველა გადახდისთვის

თიბისი ფეის მომენტალური გადახდების სისტემა სახელმწიფო სერვისების გარდა, კიდევ 1000-ზე მეტ სხვა ორგანიზაციას აერთიანებს, რომელთა მომსახურების გადახდასაც ერთ სივრცეში, მარტივად და კომფორტულად შეძლებთ. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების და ონლაინ პლატფორმის ინტერფეისი მომხმარებლის ინტერესებაზეა მორგებული – მოსახერხებელი ნავიგაცია და ძებნის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ სწრაფად იპოვოთ საჭირო სერვისი. სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ კი ისარგებლებთ უამრავი სასარგებლო ფუნქციით, რაც გადახდების პროცესს ბევრად გაგიიოლებთ, მაგალითად შეძლებთ შექმნათ შაბლონები, დაამატოთ ავტომატური გადახდები, გადარიცხოთ და მიიღოთ თანხა მარტივად, ისარგებლოთ ელექტრონული საფულით, ჩართოთ დავალიანების შესახებ შეტყობინების მიღების ფუნქცია და სხვ.

თიბისი ფეი საშუალებას გაძლევთ გაიმარტივოთ საქმე და მიიღოთ საჭირო ფინანსური სერვისები დისტანციურად. ციფრულ პლატფორმაზე ყველაფერი გათვალისწინებულია, რაც ონლაინ გადახდებისთვის გჭირდებათ – სისწრაფე, სიმარტივე და უსაფრთხოება.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …