როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი ლიფტი: 5 მთავარი წესი CLC-ის ინჟინრებისგან

როცა შენობას საცხოვრებლად ირჩევენ, ლიფტის ტექნიკურ მდგომარეობას უმეტესად ბოლოს ამოწმებენ, თუმცა სწორედ ეს დეტალი განსაზღვრავს კომფორტს, ხმაურის დონეს, ენერგომოხმარებას და, რაც მთავარია, უსაფრთხოებას.
CLC-ის ინჟინრების გამოცდილებით, ხარისხის შეფასება რამდენიმე კონკრეტული კრიტერიუმით შეიძლება. ქვემოთ განვიხილავთ ხუთ ოქროს წესს, რომლებიც მომხმარებელს გამძლე და სანდო მოწყობილობის შერჩევაში დაეხმარება.
ყურადღება, პირველ რიგში, ლიფტის მოძრაობაზე პასუხისმგებელ ძრავაზე უნდა გამახვილდეს. მისი ორი ძირითადი ტიპი არსებობს: რედუქტორიანი და რედუქტორის გარეშე მომუშავე (geared და gearless).
რედუქტორიანი ძრავი ჭიის კბილანას მეშვეობით მუშაობს –  მოტორი კბილანას ატრიალებს, კბილანა კი ლილვს, რომელზეც საბაგირო კაბინა მოძრაობს. ეს მექანიზმი შედარებით იაფია და საშუალო სიმაღლის შენობებში თავის ფუნქციას კარგად ასრულებს. თუმცა მექანიკური კომპონენტები ცვდება, რაც პერიოდულ მოვლასა და ნაწილების შეცვლას საჭიროებს.
რედუქტორის გარეშე მომუშავე ძრავში მოტორი ამძრავ ბორბალს უკავშირდება. მას შუალედური მექანიზმი არ აქვს, შესაბამისად ნაკლებია ხმაური და ენერგიის დახარჯი. სწორედ ამიტომ, მაღალსართულიან შენობებში ეს ტიპი უფრო გავრცელებულია.
პრაქტიკული თვალსაზრისით, თუ ლიფტში შესვლისას კაბინა თითქმის უხმოდ დაიძრა, დიდი ალბათობით, მოწყობილობას რედუქტორის გარეშე მომუშავე ძრავი აქვს.
ძრავის მუშაობას მართვის სისტემა არეგულირებს. თანამედროვე სისტემებში ამ ფუნქციას ცვლადი სიხშირის დრაივერი (Variable Frequency Drive, იგივე VFD) ასრულებს.
VFD ძრავის ბრუნვის სიჩქარეს ეტაპობრივად ცვლის – დაძვრისას თანდათან აჩქარებს, გაჩერებისას კი ანელებს. მგზავრისთვის ეს კომფორტზე აისახება,  ტექნიკური თვალსაზრისით კი – მოწყობილობის გამოყენების ხანგრძლივობაზე, რადგან მუშაობის დროს მექანიკური დატვირთვა მინიმალურია.
VFD-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება ენერგიის აღდგენაა. როდესაც დატვირთული კაბინა ეშვება, ძრავი ფაქტობრივად გენერატორის რეჟიმში გადადის და ენერგიას ქსელში აბრუნებს. ეს გათვლილია მრავალსართულიან შენობებზე, სადაც ლიფტები დღის განმავლობაში აქტიურად მოძრაობს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კაბინის ინტერიერი მხოლოდ ესთეტიკური არჩევანი არ არის – მასალის ხარისხი მოწყობილობის ხანგრძლივობასა და ყოველდღიურ ექსპლუატაციაზე აისახება.
უჟანგავი ფოლადი ყველაზე გამძლე და პრაქტიკული მასალაა კაბინის კედლებისა და კარებისთვის. ის მექანიკურ დაზიანებას კარგად უძლებს, ადვილად იწმინდება და წლების განმავლობაში გარეგნულ იერსახეს ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, საცხოვრებელ კომპლექსებში, ოფისებსა თუ სავაჭრო ცენტრებში ხშირად უჟანგავი ფოლადის კაბინას ირჩევენ.
ლამინატის საფარი ისეთ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც ინტერიერის ვიზუალურ მხარეს დიდ ყურადღებას აქცევენ. ლამინატის უპირატესობა ფერებისა და ტექსტურების მრავალფეროვნებაა, თუმცა ფოლადთან შედარებით ნაკლებად გამძლეა.
კაბინის იატაკი, კედლები და ჭერი ერთიან, ესთეტიკურ ვიზუალს უნდა ქმნიდეს. თუ შეერთებების ადგილებში ნაპრალებია, მასალა აშკარად დაბალი ხარისხისაა ან საფარი უკვე ზიანდება, რაც მოწყობილობის საერთო მდგომარეობაზეც აისახება.
ხარისხზე საუბრისას უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
ყურადღება რამდენიმე დეტალზე უნდა გამახვილდეს:
● ხარისხიან ლიფტში გაჩერების დროს კაბინა იატაკის დონეს უნდა გაუსწორდეს. თუ კაბინა რამდენიმე სანტიმეტრით ზემოთ ან ქვემოთაა, ეს საფეხურს ქმნის, რაც განსაკუთრებით საშიშია ხანდაზმულთათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ბავშვებისთვის.
● კარი თანაბარი სიჩქარით უნდა იხურებოდეს. ახალ ლიფტებში მას აქვს სენსორები, რომლებიც დაბრკოლების აღმოჩენისას მის დახურვას ხელს უშლის.
● ასევე უნდა არსებობდეს სამაშველო ღილაკი ან სატელეფონო კავშირი, რომელიც ავარიის შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან დაკავშირების საშუალებას იძლევა.
მოწყობილობის ხარისხი მხოლოდ ქარხნული მახასიათებლებით არ განისაზღვრება –  მნიშვნელოვანია, როგორ უვლიან მას მონტაჟის შემდეგ.
რეგულარული ტექნიკური მომსახურება მოწყობილობის საიმედოობასა და ვადას ნაწილობრივ განსაზღვრავს. რედუქტორიან ძრავებს უფრო ხშირი შემოწმება სჭირდება, მაგალითად, ზეთის შეცვლა ან მუხრუჭის რეგულირება.
რედუქტორის გარეშე მომუშავე ძრავები ნაკლებ მოვლას საჭიროებს, მაგრამ პერიოდული ინსპექტირება აქაც აუცილებელია.
შერჩევისას მომხმარებელმა უნდა გაარკვიოს, თუ რა პერიოდულობით ტარდება ტექნიკური შემოწმება? ვინ ახორციელებს სერვისს? სათადარიგო ნაწილები რამდენად ხელმისაწვდომია?
1. ძრავის ტიპი, 2. მართვის სისტემა, 3. კაბინის მასალები, 4. უსაფრთხოების ელემენტები და 5. სერვისის ხარისხი – ეს ხუთი კრიტერიუმი ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ახალ შენობაში სისტემის დამონტაჟებასა ან არსებულის შეცვლაზე სანდო ლიფტების კომპანია CLC Elevator-ის გუნდს
უნდა მიმართოთ.
კვალიფიციური თანამშრომლები კონკრეტული პროექტის საჭიროებების შესაბამისად, მომხმარებელს კითხვის ნიშნების გარეშე შეარჩევინებენ ლიფტს.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს – ახალი რეგულაციების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას …