როგორ აზიანებს ბოთლის წყალი ჩვენს ჯანმრთელობას – ახალი კვლევის დეტალები

ახალი სამეცნიერო მიმოხილვის თანახმად, რომელიც მონრეალის (კანადა) კონკორდიას უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს, ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ბოთლის წყალს სვამენ, წელიწადში დაახლოებით 90,000-ით მეტ მიკროპლასტიკის ნაწილაკს იღებენ, ვიდრე ისინი, ვინც ონკანის წყალს მოიხმარს.

საშუალო სტატისტიკური ადამიანი საკვებისა და წყლის მეშვეობით წელიწადში 39,000-დან 52,000-მდე მიკროპლასტიკის ნაწილაკს ყლაპავს. თუმცა, ბოთლის წყლის მოყვარულთათვის ეს ციფრი მკვეთრად იზრდება.

მიკროპლასტიკი ბოთლში ხვდება წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და პლასტმასის დაშლის სხვადასხვა ეტაპზე. დაბალი ხარისხის პლასტმასი ნაწილაკებს გამოყოფს მზის შუქზე ზემოქმედებისას ან ტემპერატურის ცვლილებისას.

მკვლევარები აფრთხილებენ საზოგადოებას „ქრონიკული ტოქსიკურობის“ შესახებ. მიკროპლასტიკი ხვდება სისხლძარღვებში და აღწევს სასიცოცხლო ორგანოებამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს:

    • ქრონიკული ანთებითი პროცესები;

    • ჰორმონალური დარღვევები;

    • რეპროდუქციული პრობლემები;

    • ნევროლოგიური დაზიანება და კიბოს რისკის გაზრდა.

კვლევა ხაზს უსვამს ნანოპლასტიკის (მიკრონზე მცირე ზომის ნაწილაკები) საფრთხეს, რომლებიც შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია. ისინი ადვილად გადიან ბიოლოგიურ ბარიერებს და გროვდებიან ქსოვილებში.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …