როგორი იქნება მრავალფუნქციური პარკი ჩუღურეთში

თბილისი (BPI) – ჩუღურეთის რაიონში, 9 ძმის ქუჩაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია, უახლოეს მომავალში კი რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად, ტენდერი გამოცხადდება.

ტერიტორიაზე საბავშვო ზონა, საბაღე სკამები, ურნები, დასასვენებელი ადგილები და საჩრდილობლები განთავსდება. მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდება ფილებით და ტერიტორია ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება.

დასასვენებელი სივრცე ასევე, უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიფარგლება, რულონური ბალახი დაიგება და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები ჩატარდება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …