რკინიგზა სადგურებში რუსულ ენაზე ინფორმაციის გამოცხადების მოხსნაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – რკინიგზა სადგურებში რუსულ ენაზე ინფორმაციის გამოცხადების მოხსნაზე განცხადებას ავრცელებს.

“შტადლერის ტიპის მატარებლებში მოახლოვებული სადგურების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით  ცხადდებოდა სამ ენაზე, რაც განცხადებების ხანგრძლივობის გამო მგზავრებში იწვევდა უკმაყოფილებას და   დისკომფორტს.

შესაბამისად, თითქმის 4 თვეა სს “საქართველოს რკინიგზამ” მიიღო ტექსტის შემოკლებისა და გამოცხადების ინტენსივობის შემცირების  გადაწყვეტილება.

ვაცხადებთ, რომ ვუნაიდაბ ოთხი თვეა შტადლერის სამგზავრო მატარებლებში   შემცირებული ტექსტი ნაკლები ინტენსივობით  ცხადდება მხოლოდ ქართულ და  საერთაშორისოდ აღიარებულ ინგლისურ ენებზე, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად,

სს “საქართველოს რკინიგზის” აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით და  არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …