რეფორმების მუდმივ დინამიკას, შემოსავლების სამსახურის მუშაობის ეფექტურობას, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისათვის – ლაშა ხუციშვილი

რეფორმების მუდმივ დინამიკას, შემოსავლების სამსახურის მუშაობის ეფექტურობას, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისათვის – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, საგადასახადო მიმართულებით ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონშესაბამისობის რისკის მართვის ახალი პროგრამების დანერგვა, დაინტერესებულ პირთა საჭიროებაზე მორგებული სერვისების განვითარება, მონაცემთა დამუშავებისა და აუდიტის ელექტრონული სისტემის დანერგვა.

რაც შეეხება საბაჟო მიმართულება – მუშავდება საქონლის დაჩქარებული გაფორმების პროექტი, ასევე, სასაქონლო კოდით საქონლის ძიებისა და ნებართვების გაცემის ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა, სტრატეგიული დანიშნულების საქონლისთვის ელექტრონული ლიცენზირების სისტემის –  STRATLINK დანერგვა, ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) შექმნა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ყველა ეს რეფორმა ხელს შეუწყობს ეფექტიან  საგადასახადო ადმინისტრირებასა და საბაჟო პროცედურების გამარტივებას.

 

შემთხვევითი სიახლე

გაზმომარაგების ავარიულად გათიშვის საკითხზე სემეკში „თბილისი ენერჯის“ პირველი მოსმენა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შპს „თბილისი ენერჯის“ საკუთრებაში არსებული 500 მმ-იანი …