რეკორდული ვიზიტები – საქართველოს ეროვნულ პარკებს 1 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია

თბილისი (BPI) – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ისტორიაში,
პირველად 2018 წელს, საქართველოს ეროვნულ პარკებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

ვიზიტორთა მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით არის გაზრდილი. ვიზიტორთა 53% ქართველია, 47% უცხოელი.

2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:
• პრომეთეს მღვიმეს
• მარტვილის კანიონს
• ყაზბეგის ეროვნულ პარკს
• თბილსის ეროვნულ პარკს
• ოკაცეს კანიონს

საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.

2018 წლის განმავლობაში, ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა რეკორდული თანხა – 8 417 991 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …