რა შედეგები ჰქონდა ნეტო აღრიცხვის სისტემას საქართველოში 2022 წელს

სემეკის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წელს ნეტო–აღრიცხვის რეგულაციაში მოექცა 348 ახალი მიკროელექტროსადგური, ჯამური სიმძლავრით 17,931 კვტ. აღნიშნულ რეგულაციაში 2022 წლის ბოლოსთვის ჯამურად ჩართულია 717 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 35,676.3 კვტ.

ამასთან, კომისიის ხელთ არსებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ გასული  წლის ბოლოს სს „თელასის” არეალში „ნეტო-აღრიცხვით“ სარგებლობდა 212 აბონენტი, ჯამური სიმძლავრით – 14,446 კვტ, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ არეალში – 511 აბონენტი, ჯამური სიმძლავრით – 21,930 კვტ. 2022 წელს ნეტო-აღრიცხვის სისტემაში სულ დაფიქსირდა 723 აბონენტი, ჯამური სიმძლავრით – 36,375 კვტ.

საბოლოო ჯამში დოკუმენტიდან ირკვევა, რომ  2022 წელს ნეტო-აღრიცხვა, წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია როგორც აბონენტების რაოდენობის, ისე მიერთებული სამძლავრის კუთხითაც.

 

შეგახსენებთ, რომ ნეტო აღრიცხვა  საქართველოში 2016 წლიდან მოქმედებს, რომელიც  არის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესი, რა დროსაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთს ქვითავს. აღნიშნული რეგულაციის მიზანია მიკროსიმძლავრის ელექტრო სადგურების წახალისება. განახლებული რეგულაციით, ამ სისტემაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც ფლობს მზის, ქარის, ჰიდრო ან/და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …