რა სარგებლობა მოაქვს ტაქსების რეფორმას

თბილისი (BPI) – კახა კალაძე მზადაა ტაქსის რეფორმით უკმაყოფილო მძღოლებს შეხვდეს. მერმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ვიზუალურ სტანდარტში მოქცეული, ახლადშეღებილი ტაქსების პრეზენტაცია მოახდინა.

აღნიშნა, რომ რამდენჯერმე მოუწია ახსნა-განმარტება, თუ რა სარგებელს მიიღებენ ტაქსის მძღოლები ამ რეფორმის შედეგად.

„საშემოსავლოსგან მთლიანად გათავისუფლებულები იქნებიან, არანაირ გადასახადს არ გადაიხდიან. მათთვის ქალაქის მასშტაბით გამოყოფილია უფასო საპარკინგე ადგილები, რომელსაც ჩვენ კიდევ  დავამატებთ საპარკინგე ადგილებს მომავალში. მათ უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობლები, რომლის დიზაინიც გუშინ წარმოვადგინეთ, ასევე, ქიმწმენდისა  და გადაღებვის ვაუჩერები. დღევანდელი მდგომარეობით 100-ზე მეტი ვაუჩერია გაცემული და მიმდინარეობს გადაღებვის სამუშაოები. გარდა ამისა, მძღოლებს ექნებათ საშუალება, შემოსავალი მიიღონ რეკლამის განთავსებით. მათ უჩნდებათ დამატებითი შემოსავალი, რაც მათივე ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ კი, დედაქალაქის  მოსახლეობა, ამ რეფორმის შედეგად, გამართული სერვისით ისარგებლებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში დააზუსტა, ვიზუალურ სტანდარტში მოქცევის ვალდებულება ექნება A კატეგორიის ტაქსებს, ხოლო B კატეგორიის ტაქსებს მსგავსი ვალდებულება არ ექნებათ და საქმიანობის გაგრძელება შეეძლებათ ტაქსის გამოძახების პრინციპით მომუშავე სისტემაში ჩართვით.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …