რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხო რუჯისთვის?

მზე, ლაჟვარდივით ზღვა და ლამაზი რუჯი – მხოლოდ გაფიქრებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ განწყობა ავიმაღლოთ. ამ ყველაფრით მონუსხულები კი ხშირად არ ვუფიქრდებით, რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს ნამზეურმა.
❗დერმატოლოგების განმარტებით, ნამზეურევი მზისგან გამოწვეული კანის დაზიანებაა, რომელიც ჩნდება ულტრაიისფერი სხივებით კანის პიგმენტური უჯრედების დაზიანებისას. ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, კანის კიბოს განვითარების მომატებულ რისკს. მზის სხვები შესაძლოა უარყოფითად აისახოს ჩვენს მხედველობაზეც.
🔥 მზის სხივებითა და სოლარიუმებში ზედმეტად დასხივების შემთხვევაში ვითარდება კანის დამწვრობა. ამ დროს ვლინდება შემდეგი სახის სიმპტომები: სისუსტე, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი, შესაძლოა განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მატება, გულისრევა.
📌მზის სხივების ნეგატიური გავლისგან თავის ასარიდებლად გიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას:
🔹შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე 2 საათით ადრე და 2 საათით გვიან). მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც.
🔹საგულდაგულოდ შეიმშრალეთ სხეული წყლის წვეთებისგან, რამდენადაც მათ ლინზის ეფექტი აქვთ და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას.
🔹ატარეთ ღია ფერის ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტასაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი; მუქი სათვალეები 99-100%-ით დამცავი ეფექტით.
🔹გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში. დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულრტრაიისფერი სხივების ინტენსიობის შესაბამისად.
👉 ვრცლად რეკომენდაციების შესახებ წაიკითხეთ სტატია, რომელიც ზაფხულის ცხელი დღეების უსაფრთხოდ გატარებაში დაგეხმარებათ https://cutt.ly/DK7cuzm

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …