რა პროექტები განხორციელდა ტურიზმის სფეროში

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საზოგადოებას ახალი პროექტები, მარკეტინგული კამპანიები, პრეს და გაცნობითი ტურები და მსოფლიოში ყველაზე გავლენიან საერთაშორისო პლათფორმებზე განხორციელებული ახალი კამპანიის შედეგები გააცნო.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, 2019 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედიის ასობით წარმომადგენელს უმასპინძლა, შედეგად 1500-მდე სტატია, სიუჟეტი და გადაცემა მომზადდა.

ადმინისტრაციის ორგანიზებით 2019 წელს 300-მდე  მოწინავე უცხოელი ტურ-ოპერატორისთვის მოეწყო 22 გაცნობითი ტური.

Wizz Air-ის,  Qatar airways-ის, Emirates-ის საბორტე ჟურნალებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებზე  წვდომა 15 მილიონ მგზავრს ჰქონდა.

საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია ჩატარდა National Geographic-ზე, Google-ზე, Expedia-სა და  Conde Nast Traveler-ზე.

მასშტაბური კამპანია ჩატარდა CNN-ზე, რომელიც მოიცავს სატელევიზო რეკლამას, სპეციალურ რეპორტაჟებს და ონლაინგვერდებს. კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discover Georgia”  დამზადდა.  ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიები ჩატარდა 8 მიზნობრივ ქვეყნებში: გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი. აღსანიშნავია, რომ კამპანიების დაწყებისთანავე მაღალი იყო ქვეყნის მიმართ ინტერესი, რაც აისახა სტატისტიკურ მაჩვენებლში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობაზე მეტყველებს დათვლილი (ROI) უკუგება ერთ ინვესტირებულ ლარზე, რაც ქვეყნების მიხედვით მერყეობს 61 ლარიდან 579 ლარამდე.

მარიამ ქვრივიშვილი მიმოიხილავს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს აქტივობებს საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის, ისაუბრებს  როგორც საერთაშორისო, ასევე დონორ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან ერთად განხორციელებული შემუშავებული და განხორციელებული პროექტების შესახებ.

კერძო-საჯარო თანამშრომლობა ქვეყნის პოპულარიზაციისთვის

27 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

პრეზენტაცია 6 ქვეყანაში; 500-მდე ტურ-ოპერატორი და ჟურნალისტი: ესპანეთი, უზბეკეთი, იაპონია, ლუქსემბურგი, ისრაელი, ჩეხეთი

14 საერთაშორისო MICE გამოფენა & 5 როუდშოუ მიზნობრივ ბაზრებზე, 13 000-მდე შეხვედრა

სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამის შემუშავება

აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების 40-მდე უმსხვილესი ტუროპერატორის ვიზიტი საქართველოში

B2B შეხვედრები 50-მდე კომპანიასთან:  სკანდინავია, ყაზახეთი, უკრაინა, ჩინეთი

UNWTO & ICCA მასტერკლასი: 120-მდე გადამზადებული ადამიანი

მხარდაჭერილი ღონისძიებები: ჯამში 500 დელეგატი, 112 ქვეყნიდან

UNWTO გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა და საინვესტიციო ფორუმის მასპინძლობა

პროექტები მოსახლეობისა & კერძო სექტორისთვის 

გადამზადებული 2000-მდე ადამიანი საქართველოს მასშტაბით

„ღვინის გზა“ -46 ახალი ღვინის მარანი და საწარმო

სამთო-საფეხმავლო ბილიკები – 226 კმ მარკირებული

ახალი საინფორმაციო ინფრასტრუქტურა: ცენტრები და კონსტრუქციები

გამოწვევების აღმოფხვრის მონიტორინგის ჯგუფი – 400-მდე გადაჭრილი საკითხი

შიდა ტურიზმი: მედია ტურები და რეგიონალური ღონისძიებების მხარდაჭერა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …