რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა წყალმომარაგების სექტორში 2022 წელს

სემეკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გასულ წელს წყალმომარაგების სექტორში 2 მსხვილი ლიცენზიატის მიერ ფაქტობრივად განხორციელებულმა ინვესტიციების მოცულობამ 293.8 მლნ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა აღემატება როგორც 2021 წლის, ისე 2020 წლის მაჩვენებლებს. უფრო კონკრეტულად, 2021 წელს ფაქტობივად განხორციუელებული ინვესტიციების მოცულობამ წყალმომარაგების სექტორში 215.9 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2020 წელს ეს მაჩვენებელი 189.3 მლნ ლარზე იყო.

„წყალმომარაგების ლიცენზიატი საწარმოების მიერ თითოეული მომხმარებლისთვის სათანადო წესით წყალმომარაგების მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, არსებულის რეაბილიტაციისა და აგრეთვე ახალი ქსელის მშენებლობისა თუ აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების კუთხით, წყალმომარაგების ორი მსხვილი ლიცენზიატი საწარმოს – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ (რომლის ლიცენზირების არეალია ქალაქ თბილისსა და ქალაქ მცხეთაში) და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (რომლის ლიცენზირების არეალია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის გარდა საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე) მიერ 2022 წელს ფაქტობრივად განხორციელებულმა ინვესტიციამ ჯამში შეადგინა 293.8 მლნ ლარი“. – აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …