რა მოქმედებს ლარის კურსზე

ეროვნული ვალუტის კურსზე ზეწოლას ვირუსთან დაკავშირებული გაურკვევლობა იწვევს.

თიბისი კაპიტალი ტურიზმის, საქონლის ექსპორტის, გზავნილების, FDI-სა და იმპორტის წმინდა დანაკარგს წინა წელთან შედარებით დაახლობით 450 მლნ დოლარად აფასებს.

“ნაკლები შემოდინებისა და გაიაფებული ნავთობის გარდა, იმპორტის მნიშვნელოვან შემცირებას ასევე გაუარესებული სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობები და შესაბამისად შემცირებული შიდა მოთხოვნაც იწვევს.

შემოდინებების კლება საგარეო ვალის ზრდით, სავალუტო რეზერვებით და ლარის გაცვლითი კურსის დაახ. არსებული გაუფასურებით კომპენსირედება.

ლარის დოლართან კურსი ასევე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დოლარის ევროსთან, ლირასთან და რუბლთან გაცვლით კურსებზე”, – ნათქვამია თიბისი კაპიტალის კვლევაში.

 

შემთხვევითი სიახლე

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ვაშლის წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

2025 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი – 14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 20.6 ათასი ტონა ვაშლის …