საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა. ახალი მარეგულირებელი აქტით მოწესრიგდება პირველად წყალმოსარგებლეს – მიმწოდებელსა და მომხმარებელთა შორის საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. მოცემული წესებით, საირიგაციო წყლის მიმწოდებელს შესაბამისი ვალდებულებებიც უჩნდება.
რეგულირების ნაწილს წარმოადგენს ირიგაციის წყლის მიმწოდებელი კომპანიის ვალდებულებები მომსახურების გაწევაზე, რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს:
- მომსახურება გაუწიოს ყველა სისტემით მოსარგებლეს, წესების შესაბამისად;
- სისტემით მოსარგებლეებს მომსახურება გაუწიოს არადისკრიმინაციულობის პრინციპზე
დაყრდნობით (თუ მისი მომარაგება საფრთხეს არ უქმნის პროფილურ მომხმარებელს, ირიგაციის
მიზნით წყლით მომარაგებაში); - უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24
საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურება; - უზრუნველყოს მომხმარებლთან შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად,
წყლით მომარაგების პერიოდში შესაბამისი ხარისხის წყლის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო
წყალმომარაგება მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით
ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად; - ექსპლუატაცია გაუწიოს, მართოს, მოუაროს და კომისიასთან შეთანხმებული გეგმის ფარგლებში
განავითაროს საირიგაციო სისტემა; - ანგარიშსწორებისთვის მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და უზრუნველყოს მისი გამართული
მუშაობა; - უზრუნველყოს წყალმომარაგების ერთიანი ბაზის შექმნა, მისი მართვა და მუდმივი განახლება
ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების საფუძველზე; - პერიოდულად აიღოს მომხმარებლის მრიცხველის ჩვენება და მიღებული
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ასახოს წყალმომარაგების ერთიან ბაზაში; - საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით, წყალმომარაგების პერიოდში
უზრუნველყოს მომხმარებლისთვის წყლის მიწოდება შეთანხმებული წყალსარგებლობის
განრიგის შესაბამისად; - განახორციელოს წყლის მიწოდების მომსახურება და უზრუნველყოს მომხმარებლისთვის
საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისი წყლის
მიწოდება, წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად; - დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება, შეთანხმებული წყალსარგებლობის
განრიგის დარღვევის შეტყობინებაზე, წყლით მომარაგების შეწყვეტის, დებიტის ან დაწნევის
ცვალებადობის ან/და წყლის ხარისხის შესახებ; - დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები;
- კომისიას ყოველთვიურად წარუდგინოს ინფორმაცია, ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად
განხილული პრეტენზიების თაობაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს მომხმარებელთა მიერ
წარდგენილი პრეტენზიების რაოდენობას, დაკმაყოფილებული პრეტენზიების რაოდენობას,
აგრეთვე, პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში – შესაბამის საფუძვლებზე
მითითებას; - უზრუნველყოს წესებით და მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების
სათანადოდ შესრულება.
ზემოთ ჩემოთვლილ ვალდებულებებთან ერთად კომპანიამ ასევე უნდა იქონიოს სულ მცირე, ერთი მომსახურების ცენტრი ყველა იმ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ახორციელებს პროფილურ მომხმარებელთათვის წყლის მიწოდებას, მომხმარებლების განთავსებისა და მათი მიმართვიანობის შესაბამისად. ამასთან, მომსახურების ცენტრის ადგილმდებარეობის განსაზღვრისას მიმწოდებელმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები საიმისოდ, რომ მომსახურების ცენტრი იყოს მარტივად ამოსაცნობი, მათ შორის შესაბამისი ვიზუალური ნიშნებით.
ნორმატიული აქტით ასევე განისაზღვრა მომხმარებლის მიმართვაზე რეაგირების წესებიც, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. რეგულირების ნაწილი მოიცავს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებასაც, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუკი მომხმარებელს გარკვეული პრეტენზა/საჩივარი აქვს კომპანიასთან, მაშინ მიმწოდებელი ვალდებულია შექმნას საპრეტენზიო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორუფლებიანობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით მომხმარებლის პრეტენზიის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
მიმწოდებელი ასევე ვალდებულია მომხმარებელს ელექტრონულად აუცილებლად აცნობოს შემდეგ ინფორმაცია:
- წყლით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის/აღდგენის შესახებ;
- ბგანაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში
რეგისტრაციის ნომრის შესახებ – მიმწოდებლის მიერ განმცხადებლის ინფორმირება უნდა
მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე; - განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ – მიმწოდებლის მიერ
განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს საპასუხო წერილის ან რეაგირების ფაქტის
რეგისტრაციისთანავე; - საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით, წყალმომარაგების პერიოდში, საირიგაციო
სისტემაში წყლით მომარაგების არაგეგმური წყვეტის შემთხვევაში, როდესაც აღდგენის
სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (რომლის შედეგადაც ხდება
საირიგაციო სისტემის ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან
მშენებლობა/რეკონსტრუქცია), საირიგაციო სისტემაში წყლის მიწოდების წყვეტის ზუსტი
მიზეზისა და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ – შესაბამის არეალში
არსებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს მომარაგების აღდგენისათვის
გასატარებელი მოქმედებებისათვის რთული სამუშაოების კატეგორიის მინიჭებისთანავე; - საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით, წყალმომარაგების პერიოდში, საირიგაციო
სისტემაში არსებული წყლის ისეთი ხარისხით დაბინძურების შემთხვევაში, როცა წყალი
უვარგისი ხდება საირიგაციო მიზნით გამოყენებისთვის, წყლის დაბინძურების მიზეზისა და
პრობლემის აღმოფხვრის სავარაუდო დროის შესახებ; - ახალ წყალმომარაგების სეზონზე საირიგაციო სისტემაში წყალსარგებლობის განრიგის
შეთანხმების პერიოდის დაწყების შესახებ; - წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების, გაუქმების, ცვლილების ან მოთხოვნაზე უარის
შესახებ;