რამდენმა ადამიანმა ისარგებლა *303# კომუნალური მომსახურებით

*303# მომსახურება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მობილურ ტელეფონებზე *303# კოდის აკრეფით კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ან/და კომუნალური მომსახურების კომპანიებიდან გამოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

სემეკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ *303#-ის მეშვეობით 2021 წელს მომხმარებლების მიერ განხორციელდა 1,722,168 ტრანზაქცია, 2022 წელს კი – 1,377,658 ტრანზაქცია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სემეკი მუდმივად ახდენს *303# სერვისის გაფართოებასც მაგალითად:

  • 2022 წლიდან *303# აკრეფით მომხმარებლებს შეუძლიათ ტელეფონზე მოითხოვონ დარიცხვის გადამოწმება;
  • *303# მომსახურებით სარგებლობა ასევე შესაძლებელია შპს „დიდი დიღომის“ (დიდი დიღომის გაზის) მომხმარებლებისთვისაც.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ *303# კომუნალური მომსახურებით შესაძლებელია:

  • მიიღოთ ელექტრონული ქვითარი და გადაამოწმოთ მიმდინარე ბალანსი;
  • მოითხოვოთ დარიცხვის გადამოწმება (წერილობითი განმარტება):
  • დააფიქსიროთ მომარაგების პრობლემა:
  • მრიცხველი ჩვენება დააფიქსიროთ;
  • ავარიული წყვეტა დააფიქსიროთ ოპერატიული რეაგირებისთვის;
  • დაამატოთ ტელეფონის ნომერი სასურველ აბონენტზე.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …