რამდენი შეხვდება საქართველოს, 38 ქვეყნისთვის EBRD -ის გაღებული 1 მილიარდიდან

თბილისი (BPI) – ”EBRD არის ჩვენი ქვეყნის საიმედო პარტნიორი. ვაფასებთ იმ სწრაფ რეაგირებას. EBRD- ის დაფინანსება დაეხმარება ქვეყანას, უზრუნველყოს ეკონომიკური სტაბილურობა COVID-19 გამოწვეული გლობალური გამოწვევების დროს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და ძალისხმევით, ეკონომიკა შეძლებს პანდემიიდან ნაკლები დანაკლისით გამოსვლას”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ევრობანკმა 1 მილიარდი ევროს სასწრაფო სოლიდარობის პაკეტი გამოყო, პარტნიორი 38 ქვეყნის და მათ შორის საქართელოსთვის.” გამძლეობის ჩარჩო” მოამზადა, ძლიერი ბიზნესის საფუძვლების მქონე კლიენტების დასახმარებლად, საკრედიტო სირთულეების დაძლევაში. EBRD– ის მხარდაჭერა მოიცავს ლიკვიდობის მხარდაჭერას, სამუშაო კაპიტალის და ვაჭრობის დაფინანსებას
ივანე მაჭავარიანი, EBRD- ის რეგიონულ დირექტორებს ტელეფონით ესაუბრა ბანკის ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ დაფინანსებას დაპირდნენ
.
ევრობანკი მუშაობს თავის დიდი ხნის პარტნიორებთან – კომერციულ ბანკებთან – რათა ხელი შეუწყოს კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე წვდომას.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …