პროკურატურა თიბისის საქმეზე სხვა მენეჯერების ბრალეულობაზეც საუბრობს

თბილისი (BPI) – თიბისის 17 მლნ-ის გათეთრების საქმეზე  პროკურატურა მხოლოდ ხაზარაძე/ჯაფარიძის მიმართ ბრალდებით შემოიფარგლება, თუ სხვა მენეჯერების უფლებამოსილებასაც შეზღუდავს, პროკუყრატურის შემდგომ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

დღევანდელ ბრიფინგზე ახალი დეტალები არ გაცხადებულა. 2018 წელს დაწყებულ თიბისის საქმესთან შემხებლობაში დაკითხულ პირებზე არაფერი თქვეს. ცნობილ დეტალებზე ისაუბრეს, რაც პარლამენტის კედლებში ბანკისთვის საზიანო იქნებოდა. ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებზე  2008 წელს გასესხებულ  17 მლნ-ზე, რომელიც იმავე დღეს ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე ჩაირიცხა.

თუმცა მიზნობრიობა ავთო წერეთლის კომპანიების საბრუნავი საშუალებების დაფინანსება უნდა ყოფილიყო. ბანკმა კომპანიებსსესხი 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში  1 წლით გადაუვადეს. 1 თვეში კი  31 დეკემბერს (2008 წ) გადახდის ვალდებულების დადგომამდე, უიმედო ვალებში გადაიტანა. ისე რომ თანხები არც უაქცეპტო წესით ჩამოიჭრა და არც უზრუნველყოფას შეეხო.

მათი დაკრედიტება თიბისის არ შეუწყვეტია. განაგრძობდა სხვა სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებას. 2012 წელს კი  გადახდისგან გაათავისუფლა და  ჩანაცვლდა ოფშორში ახლადდარეგისტრირებული კომპანიით, რომლის მინდობილი პირი პ.ღ. სესხის დამტკიცებისას საკრედიტო კომიტეტის წევრი იყო, ოფშორულზე გადაპირებისას  კი თიბისის მაღალი რგოლის მენეჯერი.

კომპანიამ სამგორის მიმართ მოთხოვნის ნაცლად თიბისისთვის სესხის დაბრუნების ვალდებულება დააყენა და წარმოიშვა  ხაზარაძე/ჯაფარიძისგან მისი მოთხიოვნის საჭიროება. ამასთან პ.ღ-მ იზრუნა უზრუნველყოფილი უძრავი ქონების გამოთავისუფლებაზე

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …