პროექტი არის ინფრასტრუქტურული ხასიათის, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი ქმნის ე. წ. ფლობის ჯაჭვს – გიორგი გურგენიძე

„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ” კანონპროექტთა პაკეტი განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.

მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის გიორგი გურგენიძის  განმარტებით, პროექტის მიღება კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მასზე მუშაობა ორ წელზე მეტია ბაზრის მონაწილეების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა.

„პროექტი არის ინფრასტრუქტურული ხასიათის, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი ქმნის ე. წ. ფლობის ჯაჭვს, სადაც შემოაქვს გარკვეული ცნებები კონკრეტულად ინვესტორებისთვის, ანგარიშის მწარმოებლებისთვის და ბაზრის სხვადასხვა მონაწილეებისათვის. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შედეგად,  მიღებული იქნება უფრო მოქნილი ანგარიშსწორების სისტემა ფასიანი ქაღალდებით, რაც ბაზარს უფრო ლიკვიდურს და განჭვრეტადს გახდის” – განაცხადა გიორგი გურგენიძემ.

მისი განმარტებით, კანონპროექტი აყალიბებს დემატერიალიზაციის ცნებას. ასევე შემოდის ფლობის ჯაჭვის ცნება, რაც გულისხმობს და აყალიბებს სხვადასხვა მონაწილეებს ამ სტრუქტურაში, ეს  არის ცენტრალური დეპოზიტარი, ემიტარი, ფასიანი ქაღალდების ანგარიშის მწარმოებელი, ფასიანი ქაღალდების ანგარიშის მფლობელი დ ინვესტორი.

„ეს ყველა ქმნის სტრუქტურას, გააჩნიათ ვალდებულებები, პირობები და ამის შედეგად წესრიგდება ფასიანი ქაღალდის ფლობასთან დაკავშირებული საკითხი”, – განაცხადა მომხსენებელმა. მისივე ინფორმაციით, შემოდის თანასაკუთრების ცნება და საკუთრების დადასტურება, ყალიბდება ფასიანი ქაღალდის ბუნება, როგორც გვაროვნული.

მისი თქმით ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას რეკონსილაციის ვალდებულებას, რაც სამართლებრივი გარანტიაა იმისა, რომ ფლობის ჯაჭვში ყველა მონაწილე დადარების შედეგად, უზრუნველყოფს ემისიის მთლიანობას.

გიორგი გურგენიძის განმარტებით, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონპროექტით, შენარჩუნებულია რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდის ცნება. შემოტანილია მნიშვნელოვანი  –  საბროკერო კომპანიების და ცენტრალური დეპოზიტარების ლიკვიდაციის წესები, რამაც კიდევ უფრო ასწია ინვესტორებისთვის დაცულობა. პროექტით შენარჩუნებულია ნომინალური ფლობის ინსტიტუტის ცნება, აგრეთვე, ცენტრალური დეპოზიტარისთვის გაიწერა კონკრეტული საქმმიანობები, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია და მიეცემა ლიცენზიასთან შესაბამისობის  მიცემის დრო.

სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმში კვლავ იმსჯელებენ.

„იდეა ერთმნიშვნელონად კარგია, რადგან ხსნის ახალ სექტორებს ეკონომიკისთვის. კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, არის მესაკუთრეთა უფლებებს უკეთ დაცულობა და ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა. არის საკითხები, რომელიც იწვევს ბევრად რთულ აღქმას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დამატებითი განხილვა გვქონდეს, რათა საფუძვლიანად შევისწავლოთ საკითხი”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …