პრემიერი: ძლიერმა ბიზნესმა უნდა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები

თბილისი (BPI) – ქვეყნის გამოწვევა სამუშაო ადგილებია, ყველა სახელმწიფო უწყება მუშაობს, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი, – ამბობს გიორგი გახარია.

პრემიერის თქმით, ძლიერმა ბიზნესმა უნდა შექმნას მაქსიმალურად ახალი სამუშაო ადგილები.

პრემიერის თქმით, ქვეყანას აქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ზრდა და ეს ზრდა ძირითადად არის რეინვესტირების ნაწილის ხარჯზე.

მთავრობის მეთაურმა ფინანსთა სამინისტროს ანგარიში შეაფასა და ყურადღება გაამახვილა საჯარო ფინანსებსა და ფისკალური პოლიტიკის ნაწილზე.

„დღევანდელ ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლდათ საჯარო ფინანსების მართვა. საჯარო ფინანსების მართვა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, როგორც ბიუროკრატიის ხარისხის, ასევე ჩვენთან ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ფისკალური პოლიტიკის ნაწილი, რომელზეც დღეს მინისტრმა ბევრი ისაუბრა და რა თქმა უნდა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი მდგენელებია ეს ფაქტორები.

მაჩვენებლებით ფინანსთა სამინისტროს, როგორც რისკების მართვის, ასევე ვალის მართვისა და ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული აქვს თავისი მუშაობა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უახლოეს პერიოდში აისახება ეკონომიკაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …