პრემიერი საარსებო მინიმუმზე: ეს არ შეესაბამება იმას, რაც უნდა არსებობდეს

თბილისი (BPI) – ჩემი აზრით, ეს არ შეესაბამება იმას, რაც უნდა არსებობდეს,- ასე უპასუხა პრემიერმა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებზე ჟურნალისტების კითხვას.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ კითხვას, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, დეტალური პასუხი “საქსტატმა” უნდა გასცეს.

“წინა სტატისტიკის გამოქვეყნების დროსაც განვაცხადეთ, რომ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც “საქსტატი” ითვლის ამ ყველაფერს. ამაზე “საქსტატმა” უნდა გასცეს დეტალური პასაუხი. ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება”,- განაცხადა პრემიერმა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა

დღეიდან, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის სექტორის სამი ახალი სერვისი იუსტიციის სახლის …