პრემიერისთვის საპენსიო ფონდი უალტერტივოა

თბილისი (BPI) – პრემიერი საპენსიო ფონდის ამოქმედების მნიშვნელობის ახსნას დეპუტატებისთვის წარმატებული ქვეყნების მაგალითებით შეეცადა. აღნიშნა, რომ აქსიომებზე დავას და დროის დაკარგვას არ აპირებს.

მისი თქმით, მთავრობას ახალი ველოსიპედი არ გამოუგონია. ფიქრობს, რომ ეს არის ერთადერთი გზა ღირსეული პენსიისთვის.

“რაც შეეხება კონკრეტულად ციფრებს, საზოგადოებამ თვითონ გააკეთოს არჩევანი და ანალიზი  – ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის ინფლაციის გათვალისწინებით, 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც დღეს შევა ამ სისტემაში, როდესაც ის გავა საპენსიო ასაკზე, მხოლოდ ამ კომპონენტიდან მე არ ვგულისხმობ საბაზისო პენსიას – მიიღებს დღევანდელი მსყიდველუნარიანობით 2300 ლარს. დიახ, ეს არის ღირსეული პენსია და ჩვენ ასე გვესმის ეს საკითხი.

რა თქმა უნდა, ჩვენ არა ვართ ნებაყოფლობითი სისტემის წინააღმდეგი, ნებაყოფლობითი სისტემა ვერ იქნება სავალდებულოს ალტერნატივა. უფრო მეტიც, ის კანონი, რომელიც შემოტანილი იყო და პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ის ითვალისწინებს ნებაყოფლობით სისტემასაც – ეგრეთ წოდებულ მესამე სვეტს”, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა ისაუბრა საპენსიო ფონდის საბჭოზეც. “ამ საინვესტიციო საბჭოში არიან მაგალითად ადამიანები, რომლებიც იყვნენ ფინეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელები, საფრანგეთის საპენსიო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი, მსოფლიოს გიგანტი, ნომერ პირველი საინვესტიციო ბანკის ჯეიპი მორგანის ვიცე პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ეს არის ის სახელი და გვარები, რომლებიც არიან საინვესტიციო ბორდში წარმოდგენილი. თქვენ თვითონ შეაფასეთ რა თამასაზეა საუბარი. მით უმეტეს მონაწილეობა მიიღეთ ამ ყველაფერში”, – განაცხადა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …