პირადი ნომრით თანხის გადარიცხვა თიბისის მობაილბანკში უკვე შესაძლებელია

თბილისი (BPI) – მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის მობაილბანკს კიდევ ერთი ფუნქცია დაემატა. პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, დღეიდან უკვე შესაძლებელია მობაილბანკიდან თანხის მხოლოდ პირადი ნომრით გადარიცხვა, თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე.

ტრანზაქციის შესრულება ძალიან მარტივია. ამისათვის, მომხმარებელმა მობაილბანკის გადარიცხვების მენიუდან სხვასთან თანხის გადარიცხვის ღილაკი უნდა აირჩიოს და შემდეგ ადრესატის პირადი ნომერი დაამატოს. გადარიცხული თანხა მომენტალურად აისახება ანგარიშზე. ახალი ფუნქციონალით სარგებლობა უფასოა.

„მობაილბანკის გუნდი მუდმივად ვცდილობთ მომხმარებელს ისეთი დისტანციური სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ, რაც მათ ცხოვრებას გაუმარტივებს. იმედი გვაქვს, პირადი ნომრით გადარიცხვის ფუნქციონალი მომხმარებელს უფრო გაუადვილებს ტრანზაქციების შესრულებას და დაზოგავს მათ დროს“, – თეა კობახიძე, თიბისის მობაილბანკის გუნდის კაპიტანი.

თიბისის მობაილბანკიდან თანხის გადარიცხვა ამ დრომდე საბანკო ანგარიშითა და მობილურის ნომრით იყო შესაძლებელი. ახალი ფუნქციონალი მობაილბანკის შემდეგ მალე უკვე თიბისის ინტერნეტბანკშიც იქნება ხელმისაწვდომი.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …