პენსიონერი უბანს ვეღარ გასცდება, კომენდანტის საათამდე შინ უნდა დაბრუნდეს

თბილისი (BPI) – საყოველთაო კარანტინის რეჟიმში გადავდივართ 08:00 სთ-დან.  21:00 -06 00 სთ პერიოდში კი იმოქმედებს საკომენდანტო საათი.  საქალაქო ტრანსპორტი მოძრაობას წყვეტს. ჩერდება მეტრო  სტრატეგიული სატრანსპორტო კვანძის გაჩერება უახლოეს წარსულში თბილისელებს არ ახსოვთ, 1989  წლის აპრილის ტრაგედიის პერიოდშიც. სტანდარტულად 24 სთ-მდე მუშაობდა, კალაძის მერობის პერიოდამდე, ვიდრე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მომსახურების დრო 23:00 სთ -მდე არ შეამცირა.

ტაქსი სპეციალური წესებით ( 3 მგზავრი, 2 – უკან სავარძელზე) იმოძრავებს.  70 წლის მოქალაქეს მოძრაობა 300 მ რადიუსში შეეძლება. სტრატეგიული ობიექტების (სასურსათო მაღაზია, აფთიაქი) გარდა ყველგან იკრძალება 3 პირზე მეტის თავშეყრა. ყველა რეგიონში იქმნება. ოპერატიული მართვის შტაბი. ასევე 144- მთავრობის ცხელი ხაზი სრული კოორდინაციისთვის.

საკოორდინაციო საბჭოს საყოველთაო კარანტინის გადაწყვეტილება COVID19 შიდა გავრცელების 3 მიუკვლევად შემთხვევას უკავშირდება. მედიცინაც შესაძლოა კონტაქტების კვლევიდან სიმპტომატურ კვლვაზე გადავიდეს. ოჯახის ექიმების წინა ხაზზე გამოშვება იგეგმება.

4 878 მოქალაქეა კარანტინში – პრემიერის თქმით, თვითიზოლაცია მაქსიმალურად ჩანაცვლდა კარანტინით. იზოლაციის წესების დამრღვევების უკეთ გაკონტროლებისთვის. 100 ინფიცირებულია, 18 გამოჯანმრთელებული.

საპატიმროები მართვის ახალ მოდელზე გადადის. პენიტენციური სისტემის 780 მოხალისე თანამშრომელი სამუშაო ადგილზე იცხოვრებს. საჯარო რეესტრი ყველა ფრონტ ოფისი იკეტება.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …