პედაგოგებისთვის ოქტომბრიდან ხელფასი იზრდება

თბილისი (BPI) – პრემიერი ოქტომბრიდან სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის ანაზღაურების გაზრდას აანონსებს.

მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხელფასები ეზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებსაც. ხელფასის ზრდა შეეხებათ მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.

პრემიერი ამბობს, რომ ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წელს ის მიაღწევს უფროსი მასწავლებლისთვის 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლისთვის 2150 ლარს და მენტორი მასწავლებლებისთვის 2450 ლარს.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 2 თვეში მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 350 ათასი ლარი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში მოქალაქეებს ელექტროენერგიის, …