“პანდემიის მიუხედავად ეკონომიკა ვითარდება და პრაქტიკულად ყველა სფერო, რომელსაც შეზღუდვები არ შეხებია, მუშაობს შეუფერხებლად”

თბილის  (BPI) – “2020 წელი მსოფლიო ეკონომიკისათვის და შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისთვისაც საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იყო. ეს იყო წელი, რომელიც ყველა მოცემულობით (2017, 2018, 2019 წლების მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით) უნდა ყოფილიყო პოზიტიური და წინა წლებზე უკეთესი, თუმცა მივიღეთ სხვა სურათი, როდესაც მთავრობას მოუწია უპრეცედენტო მოცულობების დახმარების გაცემა ბიზნესისა და მოსახლეობის დასახმარებლად. ამოქმედდა საგარანტიო მექანიზმი, მოხდა ბიზნესებისათვის გადასახადების გადავადება და სხვა, რამაც რადიკალურად შეუწყო ხელი ბიზნესების გადარჩენას,” – ასე გამოეხმაურა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მიერ გაკეთებულ ანგარიშს 2020 წელს განხორციელებული ეკონომიკური ტენდენციებისა და ანტიპანდემიური და ანტიკრიზისული ღონისძიებების შესახებ.

„მიუხედავად პანდემიისა და პერიოდული შეზღუდვებისა, ეკონომიკა ვითარდება და პრაქტიკულად ყველა სფერო, რომელსაც არ შეხებია შეზღუდვები, ყველა მუშაობს შეუფერხებლად, რაც დასტურია იმისა, რომ ბიზნესები არიან პოზიტიური მოლოდინებით და აქვთ განცდა პროცესების უკეთესი განვითარებისა. რამაც, მოგვცა შესაძლებლობა, რომ 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა მხოლოდ 5%-ის ფარგლებში ყოფილიყო,“ – განაცხადა ექსპერტმა.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …