ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.74% შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი ნოემბრისათვის 42.31 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 243.46 მლნ ლარით, ანუ 0.58%-ით მეტია პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.53%-ით მეტი). ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 243.06 მლნ ლარით, ანუ 1.47%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.60%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 486.53 მლნ ლარით, ანუ 1.90%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.91%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 42.70 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.29 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.69 პროცენტული პუნქტით).
ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.74% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.31%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.96%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.09%, ხოლო ევროს წილმა 16.22% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …