ოქრიაშვილი: ვამაყობ, რომ საზოგადოება სამშობლოს სიყვარულის ასეთ ხარისხს ამჟღავნებს

თბილისი (BPI) – პარლამენტის წევრი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი 21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციას ეხმაურება. 

“პროტესტის მეორე დღეს, პარლამენტის წინ საქართველოს ახალგაზრდობამ გამოიჩინა საოცარი თვითორგანიზების უნარი.

ერები, რომელსაც არ გააჩნია თვითორგანიზების უნარი, როგორც წესი, ვერ ყალიბდება სრულფასოვან  თავისუფალ საზოგადოებად. ასეთი ერები, როგორც წესი ვერ აღწევენ საკუთარ სახელმწიფოებრიობას და გარედან იმართებიან. 

ვამაყობ, რომ ჩვენი საზოგადოება თვითორგანიზებისა და სამშობლოს სიყვარულის ასეთ ხარისხს ამჟღავნებს”, – განმარტავს კახა ოქრიაშვილი.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …