ოპერის ბაღში დაზიანებულ შადრევანსა და ბალერინას ქანდაკებებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისი (BPI) – თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში შადრევნისა და ბალერინების ქანდაკებების განზრახ დაზიანების შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თბილისის მერიის “ეკოსერვის ჯგუფმა” დაზიანებული ქანდაკებები  საცავში გადაიტანა, მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით. უახლოეს მომავალში მოხდება შადრევნის სრული რეაბილიტაცია და ქანდაკებები  ბაღს დაუბრუნდება.

თბილისის მერია მომხდართან დაკავშირები მოსახლეობას მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ თბილისს, მის კულტურულ მემკვიდრეობას და დედაქალაქის ინფრასტრუქტურას.

შემთხვევითი სიახლე

ჩინეთი ვიეტნამის საზღვრის დასაცავად ანდროიდებს გამოიყენებს

ჩინური კომპანია UBTech Robotics მასშტაბურ შეკვეთას მიიღებს, რომელიც ითვალისწინებს საზღვრის დაცვასა და კონტროლში ჰუმანოიდური რობოტების …