ფოტო: სებასტიენ კანო

ნონა მამულაშვილი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის სტიპენდიანტი გახდა – AsiaGlobal Fellows-ს პროგრამის ქართველი გამარჯვებული

კავკასიის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ნონა მამულაშვილი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში არსებული AsiaGlobal Fellows-ს 2020 წლის პროგრამის გამარჯვებულია.

პროგრამამ 1000-მდე აპლიკანტიდან 16 კანდიდატი შეარჩია, მათგან ერთ-ერთი ნონაა, რომელიც 3 თვის განმავლობაში კვლევაზე იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ აზიის ამ ცნობილი უნივერსიტეტისა და შესაბამისი პროგრამის ქართველ იშვიათ კურსდამთავრებულთა შორისაა საქართველოს ეკონომიკის ექსმინისტრი ვერა ქობალია.

AsiaGlobal Fellows-ს პროგრამა ინტერდისციპლინარული გლობალური ლიდერების განვითარებას ისახავს მიზნად. აზიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროგრამა იმ მაღალი რანგის პროფესიონალებისთვისაა, რომელთაც საჯარო პოლიტიკის ცოდნის გაღრმავების  სურვილი აქვთ.

პროგრამის მიზანია მომავალი ლიდერების პროფესიული ცოდნის გაღრმავება და გავლენის შემქმნელთა გუნდის ჩამოყალიბება. პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეები გახდნენ მომავალი კვალიფიციური ლიდერები და გავლენიანი დიპლომატები. მონაწილეები შეისწავლიან აზიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რაც გლობალური პოლიტიკის საკითხების ღრმა ანალიზის საშუალებას მისცემთ.

პროგრამა მოიცავს მაღალი დონის შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება აქვთ შეხვდნენ პოლიტიკის შემქმნელ პირებს, ბიზნეს ლიდერებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და რეგიონულ ექსპერტებს. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ როგორ მუშაობს აზიის საჯარო და კერძო სექტორი. პროგრამა ასევე მოიცავს პროფესიული განვითარებისა და ქსელის შექმნის შესაძლებლობებს.

პროგრამა მოიცავს სასწავლო ტურებს სხვადასხვა საჯარო უწყებებსა და კერძო კომპანიებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. პროგრამის მონაწილეები პროგრამის ფარგლებში საკვლევ თემას ირჩევენ და 3 თვის განმავლობაში მუშაობენ.

ნონა მამულაშვილი არის კორპორატიული ცვლილებების შემქმნელი, ვისაც სჯერა, რომ კერძო სექტორს შეუძლია სოციალური გავლენის მოხდენა. ის წინააღმდეგობის დაბრკოლებების გადალახვაში ბიზნეს ლიდერია, აქვს სტრატეგიული დაგეგმვის გამოცდილება კულტურულ და ბიზნესის ტრანსფორმაციაში.

ნონას აქვს 15 წელზე მეტხნიანი სამუშაო გამოცდილება კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორებში. ნონა მამულაშვილი ფლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში (საქართველო), ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში(ლონდონი/დიდი ბრიტანეთი), ასევე აქვს სორბონის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი არაბულ და ისლამურ ცივილიზაციების ისტორიის კვლევებში (პარიზი/საფრანგეთი), არის სორბონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი (საფრანგეთი).

ნონა მამულაშვილი არის საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი და საქმიან ქალთა გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში.

მას აქვს მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება ისეთ წამყვან საერთაშორისო კორპორაციებში, რომლებიც შედიან Forbes-ის ტოპ 500 კომპანითა ჩამონათვალში. ასევე იყო უმსხვილესი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer– ის კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ინოვაციურ მიმართულების რეგიონალური ბაზრის დირექტორი.

ნონა მამულაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებიდან, 2005-2007 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის ანალიტიკური ჯგუფის უფროსი მრჩეველი, მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო პოლიტიკური ანალიტიკოსი.

აღსანიშნავია, რომ ნონა მამულაშვილი რამსფელდის ცენტრალური აზია-კავკასიის პროგრამის გამარჯვებულიც არის. მან 2019 წლის შემოდგომის პროგრამა წარმატებით დაასრულა.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …