ზამბახიძე: საბანკო რეგულაციები გადასახედია, ასევე მიწის შესახებ ორგანული კანონი

თბილისი (BPI) – მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით გამოწვევაა საბანკო რეგულაციები და ჩანაწერი კონსტიტუციაში, რის გამოც სოფლის მეურნეობა ბანკისთვის მიმზიდველი ვერ ხდება, რამდენადაც სოფელში მომუშავე მეწარმეებისთვის ძირითადი აქტივი მიწაა, რომელსაც ბანკი იპოთეკით არ ტვირთავს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” „ფერმერთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რის წინაშეც ქალი მეწარმეები დგანან, არის ფინანსულ რესურსზე ხელმისაწვდომობა, განათლება და სარეალიზაციო ბაზარი.

„ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც აფერხებს მეწარმეებს ფინანსების მოზიდვაა და უფრო მოქნილი რეგულაციებია საჭირო. მიიჩნევს, რომ გადასახედია საბანკო რეგულაციები, ასევე მიწის შესახებ ორგანული კანონი, რომლის ამოქმედებაც იგეგმება, უფრო ლმობიერი უნდა იყოს.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …