ნეტო აღრიცხვის სისტემაში 870 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურია ჩართული

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. დღეისთვის სისტემაში ჩართულია 870 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. უფრო კონკრეტულად, ოლო მონაცემებით, ქსელში ჩართული სადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 47 მეგავატი შეადგინა.

ამასთან, “თელასის” გამანაწილებელ ქსელში ჩართულია – 256 ელექტროსადგური, ხოლო “ენერგო პრო ჯორჯიას” გამანაწილებელ ქსელში – 614 ელექტროსადგური.

ნეტო-აღრიცხვა“ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს  ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით,  ნეტო სისტემაში გაწევრიანების პირობებში გაწეული ინვესტიციის ამოღება დაახლოებით 5 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

სემეკმა ნეტო აღრიცხვის სისტემის პოპულარიზაციას ხელი საკმაოდ აქტიურად შეუწყო. გარდა ამისა, დაინერგა მექანიზმები, რომლებიც აღნიშნულ სისტემას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდიდა.  დღეის მდგომარეობით უკვე 700 ზე მეტი სადგურია საქართველოში, რომელთა დადგმული სიმძლავრე უკვე 40 მეგავატს გასცდა.

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიცია, რომელსაც მომხმარებელი დებს, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში შეუძლია ეს ინვესტიცია ამოიღოს და შემდეგ, პრაქტიკულად, უფასო ენერგია მიიღოს. საბოლოო ჯამში, ამ სისტემის პირობებში ჩვენ გარემოს ვუფრთხილდებით, ვიყენებთ მწვანე ენერგიას და ასევე გვერჩება შემოსავალი“. – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ნეტი აღრიცხის სისტემაზე საუბრისას ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთ-ერთ ინოვაციურ მიმართულებაზე, რომელიც ვირტუალურ ნეტო აღრიცხვას გულისხმობს.ვირტუალური ნეტო აღრიცხვა საშუალებას იძლევა რამდენიმე აბონენტმა იქონიოს საერთო მზის სადგური, ასევე შესაძლებელია აბონენტები იმყოფებოდნენ სხვადასხვა ლოკაციაზე (მაგრამ ერთი და იგივე პროვაიდერის ქვეშ). როგორც სემეკის ელექტროენერგიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თორნიკე აფრიაშვილი აღნიშნავს, ვირტუალური ნეტო აღრიცხვა მოიცავს ისეთ სისტემას, როდესაც სადგური შეიძლება სხვა ლოკაციაზე იყოს განთავსებული, ხოლო მომხმარებელი და მომხმარებელთა ჯგუფი იყოს სხვა ლოკაციაზე,

„ვირტუალური ნეტო აღრიცხვის სისტემა ხელს უწყობს, რომ თავად მომხმარებელმა შეარჩიოს ის ადგილი და ლოკაცია, რომელიც არის მისთვის ენერგეტიკულად ღირებული. მაგალითად, თუ ავიღებთ მზის ელექტროსადგურებს ვიცით, რომ სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველო მზიანი საათების რაოდენობით გამოირჩევა. შესაბმისად, შესაძლებელია, პირობითად, სამხრეთ საქართველოს რომელიმე წერტილში შეირჩეს ლოკაცია, აშენდეს მზის ელექტროსადგური და ამავდროულად, ზღვისპირეთში რომელიმე სასტუმრომ ან კომპლექსმა გაქვითოს აქედან გამომუშავებული ენერგია. ასევე შესაძლებელია, რომ დასავლეთში აშენდეს ჰიდროელექტროსადგური და გამომუშავებული ენერგიის თბილისის შემოგარენში, ან კახეთის რეგიონში, ან სხვაგან გაქვითვა მოხდეს. ვირტუალური ნეტო აღრიცხვა ამის შესაძლებლობას იძლევა. უშუალოდ თბილისის შემთხვევაში ეს ცოტა რთული იქნება, რადგან თბილისში ოპერირებს სააქციო საზოგადოება თელასი და იკეტება როგორც ერთი გამანაწილებლის ქვეშ“. – აცხადებს თორნიკე აფრიაშვილი.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …