დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მონაწილეებისათვის ტრენინგი ჩაატარა

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსის – „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საფუძვლები“ მონაწილეებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ენერგეტიკული ბიზნესი.
შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან.
უფრო კონკრეტულად, სასწავლო კურსის თემები შემდეგია:
  • ენერგეტიკული ბიზნესი
  • ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი პარამეტრები, ტიპოლოგია  და სუბიექტები
  • განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების მარეგულირებელი მხარდაჭერა
  • ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების მარეგულირებელი ჩარჩო
  • საქმიანობის ავტორიზაცია 
  • სატარიფო რეგულირების პრინციპები და მეთოდოლოგიური საფუძვლები
  • ელექტროენერგეტიკის ბაზრები და ლიბერალიზაციის პროცესი – მონიტორინგის მექანიზმები
  • ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის სტრატეგიები და სიმულაციური მოდელები
  • დამხმარე და საბალანსო ბაზრები
  • ელექტროენერგეტიკული ბირჟა
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვა, 
  • მომსახურების ხარისხის სტანდარტები, და მათი პრაქტიკაში გამოყენება
  • ენერგეტიკული მინიმუმი და მოწყვლადი მომხმარებლების სტატუსი ენერგეტიკაში

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …