ნაკლები ინვესტიცია და მეტი კომფორტი დეველოპერებისთვის – HUAWEI საკუთარ ოპერაციულ სისტემას გვთავაზობს

თბილისი (BPI) – რა გეგმები აქვს სამომავლოდ კომპანია HUAWEI-ს თავის ახალ HarmonyOS სისტემასთან დაკავშირებით

დეველოპერების კონფერენციაზე, კომპანია HUAWEI-მ  ახალი, მიკროკერნელზე დაფუძნებული, ოპერაციული სისტემა HarmonyOS  წარადგინა. მნიშვნელოვანია, რომ  ახალი სისტემა  არის ღია პლატფორმა ნებისმიერი მოწყობილობისათვის და შექმნილია მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის, ყველა შესაძლო სიტუაციაში.

კონფერენციაზე კომპანია HUAWEI-ს  მომხმარებელთა ბიზნეს გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ იუმ  განაცხადა, რომ HarmonyOS 1.0 თავდაპირველად დაინერგება smart ეკრანი მქონე მოწყობილობებში, რომელთა ბაზარზე გამოსვლაც  2019 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, HarmonyOS ოპტიმიზირდება და თანდათანობით მეტ smart მოწყობილობაში შეგვხვდება.

HarmonyOS-ის წარმატება დამოკიდებული იქნება აპლიკაციების დინამიურ ეკოსისტემაზე და თავად დეველოპერებზე.  იმისათვის, რომ წაახალისოს მისი მოხმარება, HUAWEI მსოფლიოს მასშტაბით გამოუშვებს HarmonyOS,  როგორც ღია, ყველასათვის ხელმისაწვდომ პლატფორმას. კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობისთვის, კომპანია გეგმავს სპეციალური ფონდისა და დაინტერესებულ პირთა ჯგუფის შემქნას.

HarmonyOS მომხმარებლებს, ახალ ბენეფიტებს სთავაზობს, კერძოდ, ერთიან და ძლიერ ხელოვნური ინტელექტის გამოცდილებას, ცხოვრების ყოველ ეტაპზე.  ხელოვნური ინტელექტის ერა, რომელშიც ყველანი ვიმყოფებით  დიდი გამოწვევაა მომწოდებლებისთვის, სისტემა კი  მათ დაეხმარება პირველადი უპირატესობის მოპოვებაში, განსაკუთრებით კი როდესაც 5G, AI და IoT აქტიურ განვითარებას დაიწყებს. ამავდროულად, HarmonyOS საშუალებას მისცემს დეველოპერებს ნაკლები ინვესტიციით მეტ მომხმარებელს მისწვდნენ და განავითარონ სერვისები სხვადასხვა მიმართულებებით.

„ჩვენ გვჯერა, რომ HarmonyOS განავითარებს ინდუსტრიას და გაამდიდრებს ეკოსისტემას,” – განაცხადა რიჩარდ იუმ. „ჩვენი მიზანია  მომხმარებლებს მრავალფეროვანი შესაძლებლობა შევთავაზოთ. ჩვენ გვსურს მოვიწვიოთ დეველოპერები მთელი მსოფლიოდან, რათა ჩვენთან ერთად შექმნან ახალი რეალობა”- აღნიშნა რიჩარდ იუმ.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …