ნათია თურნავა: ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას ბიზნესზე ზეწოლისთვის

თბილისი (BPI) – ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას ბიზნესზე ზეწოლისთვის, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თიბისი დამფუძნებლების მიმართ სამართლებრივ დევნას პოლიტიკასთან ვერ აკავშირებს.

„ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას, სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის. ეს ჩვენი ხელწერა არ გახლავთ. გამოძიება დაწყებულია უფრო ადრე, ვიდრე ბატონმა მამუკამ პოლიტიკაში მოსვლის გეგმებზე განაცხადებდა,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …