ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოში საპორტო-სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად

თბილისი (BPI) – მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში განვითარდეს საპორტო-სანავსადგურო ინფრასტრუქტურა,  თითოეული პორტი და შეიქმნას ახალი პორტები“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ფოთის ნავსადგურში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს ვაკეთებს, რომ საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდროს, გააძლიეროს და განავითაროს თავისი ადგილი ევრაზიულ კორიდორში და გახდეს ჰაბი.

ამასთან, ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა პროექტის ფარგლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელობაზე, „ეს არის ასობით დასაქმებული ადამიანი, 500 კმაყოფილი ოჯახი“, – აღნიშნა მან.

პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორია გაღრმავდება 13 მეტრამდე და შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC – ის ინვესტიციაა.

აღსანიშნავია, რომ სესხის სიდიდან გამომდინარე, ეს არის OPIC – ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე მაღალი დაფინანსება.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …