ნათია თურნავა: „ენგურჰესი“ იმ ძაფებისგან, რაც დღეს გვაერთიანებს ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან“

თბილისი (BPI) – “ენგურჰესი“ ერთ-ერთია იმ მცირე ძაფებისგან, რაც დღეს დაგვრჩა და რაც გვაერთიანებს აფხაზეთთან, აფხაზ დებთან და ძმებთან. ყველანი უნდა მოვუფრთხილდეთ ამ ძაფებს, იმას, რომ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა დღესაც, მტრის მცდელობის მიუხედავად, ერთიანია. ჩვენ ენერგეტიკულ სფეროში ტერიტორიული მთლიანობა, შეიძლება ითქვას,  შენარჩუნებული გვაქვს”,  –  ამის შესახებ ნათია თურნავამ სამეგრელოში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპსასუხოდ  განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება საქართველოს სუვერენული ინტერესია და ამ თემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება მიუღებელია.

„რაც შეეხება იმ ცრუ და სრულიად გადაუმოწმებელ, აბსურდულ ე.წ.„ ვერსიებს“, თუ რატომ ვაწვდით აფხაზეთს ელექტროენერგიას ენგურჰესიდან – ენგურვარდნილის კაშხალი არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, მრავალი წელია, ენგურჰესი ელექტროენერგიას აწვდის სრულიად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთს და ეს დღესაც ასეა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ამორალურია ამ საკითხის და ჩვენი სუვერენული ინტერესის გამოყენება იმისთვის, რომ პოლიტიკურ დებატებში ვიღაცას ვავნოთ, ეს მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს მიუღებელია!“- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …